ეკონომიკა

ნამახვანჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა დროებით ჩერდება – ნათია თურნავა

ამ წუთებში, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით “რიონის ხეობის მცველებს” ხვდებიან. შეხვედრას ორივე მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები ესწრებიან. როგორც აუდიენციის დასაწყისში მინისტრმა განაცხადა, რამდენიმე სიახლეა პროექტთან დაკავშირებით – მისი თქმით, სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა მშენებელ კომპანია “ენკასთან” და შეთანხმდნენ რამდენიმე პუნქტზე: კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებს და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს. მანამდე კომპანია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააგრძელებს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს გადაეცემა.

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭიროებებს დააფინანსებს. ასევე, დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის ძირითად სოფლებს. მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ხეობის განვითარებისთვის.

კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამუშაოებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული, რათა იქ დასაქმებული ადამიანები უსაფრთხოება მეტად იქნეს დაცული.

შეიქმნება საბჭო, რომელშიც პროფესიონალი ექსპერტები გაერთიანდებიან. ასევე, რიონის მოსახლეობა, იმისთვის რომ გაიზარდოს მოქალაქეების ჩართულობა და გაძლიერდეს ზედამხედველობა ამ პროექტზე.

ნათია თურნავამ განცხადების შემდეგ შეხვედრა დატოვა.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close