Sliderმსოფლიო

მძიმე კრიზისის პირობებში ფულის განათებაზე დახარჯვა არაეთიკურად გვეჩვენა – ევროპის ქალაქები ქუჩების საახალწლო განათებებით მორთვაზე უარს ამბობენ

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ევროპის ქალაქები, მათ შორის ჰელსინკი, ლისაბონი და ლონდონი ქუჩების საახალწლო განათებებით მორთვაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებამ ევროპის ქვეყნებში რუსეთიდან ენერგომიწოდება შეამცირა. ამ მიზეზით, სახელმწიფოები მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ. საახალწლო განათებებზე უარის თქმის მთავარ მიზნად სწორედ ენერგიის მოხმარების შემცირება დასახელდა.

ევროპის სავაჭრო ცენტრებში ღელავენ, რომ ეს ფაქტორები საახალწლო დეკორაციების მოთხოვნაზეც აისახება. არსებული გარემოების შესაბამისად, ისინი ინტერიერის მორთულობაზე განათებების შემცირებას გეგმავენ. ექსპერტების ვარაუდით კი, ენერგოკრიზისი გაყიდვებზე საგრძნობლად იმოქმედებს.

საშობაო განათებებზე უარი თქვეს ლივინოშიც, ალპების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტზე. ამით, ჯამში, საახალწლო მორთულობებისთვის გამოყოფილი €50,000 დაიზოგება და აღნიშნული თანხა ხელმოკლე ოჯახების დახმარებას მოხმარდება.

“მძიმე კრიზისის პირობებში ფულის განათებაზე დახარჯვა არაეთიკურად გვეჩვენა” – ამბობს ლივინოშის მერი, რემო გალი.

ტაბულა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close