Sliderპოლიტიკა

მურუსიძის სასამართლო რას ნიშნავს? როცა სასამართლო ნოტარიუსის ოფისი იყო, მაგ დროს მურუსიძე არავინ არ იყო… ნუ აბრალებთ ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლი იყვნენ – ღარიბაშვილი

თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ილაპარაკეთ ყველა ინსტიტუტზე... ისეთი მავნებლური და მადისკრედიტირებელი საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან, არის დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი. არ შეიძლება ასეთი საუბარი, რომ "ვიღაცის სასამართლო".

“მურუსიძის სასამართლო რას ნიშნავს? იცით რას გეტყვით?! ეს არის შეურაცხყოფა. თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ილაპარაკეთ ყველა ინსტიტუტზე… ისეთი მავნებლური და მადისკრედიტირებელი საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან, არის დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი. არ შეიძლება ასეთი საუბარი, რომ “ვიღაცის სასამართლო”. ეს არის ჩვენი, თქვენი სასამართლო. ამაში ჩვენმა ხალხმა უზარმაზარი რესურსი ჩადო. ამიტომ, ყველაფერი უნდა დავაფასოთ, პროგრესი უნდა დავინახოთ.

მე არაფერი არ მავიწყდება, ეს თქვენ დაგავიწყდათ, რომ სასამართლო იყო რეალურად ნოტარიუსის ოფისი. მურუსიძე არავინ არ იყო მაგ დროს, რეალურად იყო კუბლაშვილი და ადეიშვილი, ეს რეალობა იყო. ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლი იყვნენ ამ დროს, ასობით მოსამართლე იყო მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის. აღარ მინდა მაგაზე საუბარი, ახლა ხალხს უნდა ველაპარაკო”, – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს სესახებ დასმულ კითხვაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close