საზოგადოება

მურუსიძემ 102 000 დოლარი გადაიხადა ავტომობილში, შოთაძემ აიშენა სასახლე, რომელიც არც დამესიზმრება… არაფერი მოუპარავთ ხო? – მიხეილ სააკაშვილი

ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი

“ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი. სასამართლო კლანის ხელმძღვანელმა ლევან მურუსიძემ, პანდემიის დროს ეკონომიკა რომ ჩამოგვეშალა, მრავალი ასეული ათასი გადაიხადა ფეშენებელურ სასახლეში და ასევე, 102 ათასი დოლარი ავტომობილში. არაფერი მოუპარავს ხო ? მე პრეზიდენტი ვიყავი და ასეთი არაფერი მაქვს.

ამას წინათ ტელევიზორში ვნახე რომელიღაც არხზე მთავარი პროკურორის სასახლე, რომელიც არც დამესიზმრება. კიევში მე მეგონა მაგარი სახლი ავაშენე და პატარა სარაიაა იმასთან შედარებით, რაც აიშენა შოთაძემ, მისმა მოადგილეებმა.

ფარცხალაძემ, რომელიც არის თქვენი მამა და მარჩენალი, გადადგომიდან რამდენიმე კვირაში 3 მილიონამდე ლარის უძრავი ქონება დაირეგისტრირა. წარმოიდგინეთ, მართლა შავი ბუღალტერია, რასაც ესენი ეძახიან, რამდენია”, – განაცხადა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close