მსოფლიო

მოსკოვში აშშ-ს საელჩომ შენობის ფასადზე ლგბტ დროშა გადმოფინა – პუტინის კომენტარი

მოსკოვში აშშ-ს საელჩომ შენობის ფასადზე ლგბტ დროშა გადმოფინა. დროშის ფოტო საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. სიამაყის თვის მიზანია ხაზი გაუსვას, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ სიძულვილისგან, დევნისგან და ცრურწმენებისგან თავისუფალი ცხოვრებით იცხოვროს”, — წერია საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს საელჩომ შენობის ფასადზე ლგბტ დროშა გადმოფენახე კომენტარი გააკეთა.

„ამ ნაბიჯით საელჩომ დაგვანახა, ვინ არიან მისი თანამშრომლები. რუსეთში არასოდეს ყოფილა, არ არის და არ იქნება სექსუალური ორიენტაციით, რასობრივი, ეროვნული და რელიგიური ნიშნით დევნა. ასეთი რამ არც ყოფილა და არც იქნება“ – განაცხადა პუტინმა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close