საზოგადოება

მკვლელი, რომელიც გოგოს ყოფილი ქმარია, ახლა შევა ციხეში, სადაც მას პატივით მოეპყრობიან მისნაირი მკვლელები და ფარჩაკები – დავით ჩუთლაშვილი

ერთი ლამაზი გოგო დღეს ქუთაისში ყოფილმა ქმარმა მოკლა. გოგო წარმოუდგენელი სისასტიკით არის მოკლელი (დეტალებს არ აღვწერ, უნებლიეთ ძალადობა რომ არ წავახალისო). გოგოს დარჩა ერთი ბავშვი, რამდენიმე კაბა და უამრავი აუხდენელი ოცნება.

“ერთი ლამაზი გოგო დღეს ქუთაისში ყოფილმა ქმარმა მოკლა.
გოგო წარმოუდგენელი სისასტიკით არის მოკლელი (დეტალებს არ აღვწერ, უნებლიეთ ძალადობა რომ არ წავახალისო).
გოგოს დარჩა ერთი ბავშვი, რამდენიმე კაბა და უამრავი აუხდენელი ოცნება.
მკვლელი, რომელიც გოგოს ყოფილი ქმარია, ახლა შევა ციხეში, სადაც მას პატივით მოეპყრობიან მისნაირი მკვლელები და ფარჩაკები.
ეს მკვლელები და ფარჩაკები ალბათ არაერთხელ მსხდარან ქართულ სუფრასთან, სადაც ქალების სადღეგრძელო განსხვავებული სასმისებით ითქმის.
ამ მკვლელებს და ფარჩაკებს თავადაც ალბათ არაერთხელ დაულევიათ ქალების სადღეგრძელო განსხვავებული სასმისით.
ქუთაისელი გოგოს მკვლელიც ალბათ არაერთხელ დალევს ქალების სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით, როცა ციხიდან გამოვა. მას ბეჭებზე მოუთათუნებენ ხელს და არ აწყენინებენ ისინი, ვინც ძალადობას სცემს თაყვანს (“ვინ რა იცის ძმა, რა მოხდა ცოლსა და ქმარს შორის? აბა ტყუილად ხომ არ მოკლავდა თავისი შვილის დედას, ძმა?”).
შეჩერდით!
შეჩერდით და ერთი წამით აქეთ მოიხედეთ!
მომისმინეთ!!!
ჰო, სწორედ თქვენ მოგმართავთ! შენ და აი კიდევ შენ!
ქალებს კლავენ. და კლავენ ხშირად სრულიად უმიზეზოდ, რადგან ქალები არიან.
უბრალოდ მათი ქალობის და ქალური ბუნების გამო კლავენ.
ქალებს არ სჭირდებათ ბრტყელ-ბრტყელი და მაღალფარდოვანი სადღეგრძელოები!
ქალებს სჭირდებათ სიცოცხლე და თანაბარი უფლებები!
სოლიდარობა და თანადგომა ქალებს! სუსტებს და ძლიერებს. ყველას!” – წერს დავით ჩუთლაშვილი სოცქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close