სამართალი

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს

დავით გარეჯის საქმეზე შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს. ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელისა და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რაიმე შემხებლობა ექნება, გამოიკითხება.

„რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ“,- განაცხადა პროკურორმა.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close