პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის თემამ ძალიან დიდი განხეთქილება შემოიტანა ოპოზიციურ სპექტრში – ნონა მამულაშვილი

სააკაშვილის ჩამოსვლით ოპოზიციის ლუსტრაცია მოხდა, რუსულ თამაშს თამაშობენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ოპოზიციის ლუსტრაცია მოხდა და ისინი შეგნებულად, თუ შეუგნებლად რუსულ თამაშს თამაშობენ.

“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით ასევე მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და რეალურად, ძალიან ნათლად გამოჩნდა, ვინ რისთვის იბრძვის ამ ქვეყანაში. მოხდა ლუსტრაცია იმის, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა არ ვიბრძვით ერთი და იგივე იდეისთვის, არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ზუსტად ის ხედვა, რაც საქართველოს პროდასავლურ გზაზე წაიყვანდა, რაც მოახდენდა პროცესების უფრო აქტიურად წინ წასვლას.

რაც მიხეილ სააკაშვილის თემას ეხება ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის თემამ ძალიან დიდი განხეთქილება შემოიტანა ასევე ოპოზიციურ სპექტრში. [კონკრეტულად] პარტიაზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ოპოზიციურ სპექტრზე ვამბობ, ქართული ოცნება გასაგებია, რომ რუსულ თამაშს თამაშობს, მაგრამ შეიძლება შეგნებულად ან შეუგნებლად…”, – თქვა მამულაშვილმა ფორმულას ეთერში.

გადაცემის წამყვანმა პოლიტიკოსს ჰკითხა, ოპოზიციაშიც თუ არიან ისეთები, ვინც რუსულ თამაშს თამაშობენ უნებლიედ, რაზეც მამულაშვილმა მას “რა თქმა უნდა” უპასუხა. მისივე თქმით, ამ ადამიანებს კვლავ პარტნიორებად განიხილავენ, მაგრამ ასევე დაამატა, რომ “ეს პროცესები ანალიზს უნდა დაექვემდებაროს”.

მამულაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მათში, ვინც რუსულ თამაშს თამაშობს, მხოლოდ პარლამენტში მყოფ ოპოზიციას არ გულისხმობს.

“რუსულ თამაშს თამაშობენ, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებიან, რა თამაშს თამაშობენ, ეს არის ყველაზე საშიში ამაში. სახელების დასახელებას არ ვაპირებ. სააკაშვილის გათავისუფლება უნდა ყოფილიყო ოპოზიციის ნომერი პირველი მიზანი”, – თქვა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button