საზოგადოება

მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა, გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს – სააკაშვილი

8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა

მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გიორგი ანწუხელიძემ მიწას არ აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა. პირიქით – ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს. გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200/110 წნევით. იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა. თქვენ გესმით, ვის ხელშია ჩავარდნილი საქართველო?! გესმით, ვის ასამართლებენ და ვინ ასამართლებს?! გესმით, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი სამუშაო?!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close