პოლიტიკა

მზად ვარ, სიცოცხლის ფასად არ დავუშვა მოძალადე რეჟიმის ქვეყნის მმართველობაში დაბრუნება – კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დარწმუნებულია, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, იმ გაკეთებულ საქმეებსაც, რაც ოთხი წლის განმავლობაში მოახერხეს.

მისივე თქმით, უფრო მეტის გაკეთებაც იყო შესაძლებელი, რომ არა პანდემია. კალა კალაძის განმარტებით, არჩევანი ძალიან მარტივია.

„ერთ მხარეს ვხედავთ ბოროტებას, ვხედავთ მოძალადეებს, სიძულვილის ენას, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თავიანთი ვიდეოკლიპებით, თავიანთი სატელევიზიო გადაცემებით, ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფით. ყველაფერს უპირისპირდებიან, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, კულტურას, ყველაფერ ძვირფასს, რაც კი გაგვაჩნია. ამის უფლებას არავის მივცემთ.

არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება მოძალადე რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში. პირადად მე, მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი ეს არ დავუშვა. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათავისებული, რასაც ვამბობ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილი, უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, უნდა დასრულდეს ბოროტება, შეურაცხყოფები და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველანი ერთად. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან დღეს ამ ქალაქს და ამ ქვეყანას რაც ყველაზე მეტად ჭირდება, არის მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა. სხვანაირად შეუძლებელია, მეგობრებო. შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button