პოლიტიკა

მე რომ ხელისუფალი ვიყო სააკაშვილს გავუშვებდი იმიტომ, რომ ამას სარგებელი არ მოქვს – გელბახიანი

“მე რომ ხელისუფალი ვიყო სააკაშვილს გავუშვებდი და ამდენ ჭორაობას მოვსპობდი!” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” საუბრისას განაცხადა.

“[ივანიშვილი] სააკაშვილის და მისნაირების პოლიტიკაში დაბრუნებას არ დაუშვებს! – ამბობს, რომ ამას არ დავუშვებო და არ დაშვებაა ზუსტად ის, რომ გამოკეტილი ჰყავს. თუ ეს არა რის დაკვეთა, მაშინ გაუშვან… მაგალითად, მე რომ ხელისუფალი ვიყო სააკაშვილს გავუშვებდი და ამდენ ჭორაობას მოვსპობდი. გავუშვებდი იმიტომ, რომ ამას სარგებელი არ მოქვს. პირიქით, ქვეყნის დღის წესრიგი პოლიტიკურიც და სამოქალაქოც არის სააკაშვილი. ამიტომ, ხელისუფლებამ დაასკვნის გაკეთება ვერ უნდა შეძლოს, რომ ნაცვლად სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა საკითხებისა, ვსაუბრობთ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე,” – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close