Slider

„მე და ჩემს კოლეგებს რამდენიმე თვეა ჩაცმა არ გვღირსებია.. რიგებში მომლოდინენო, სად აპირებთ მაგ ტანსაცმლის გამომზეურებას?“

ექიმი მარი სვანიშვილი გუშინდელ „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით სავაჭრო ცენტრებში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ძვირფასო მეგობრებო! გუშინდელმა ” შავმა პარასკევმა” ტესტი ჩაუტარა ჩვენს საზოგადოებას მენტალობაზე, ინტელექტზე,სინდის- ნამუსზეც! თურმე ხალხი ” მშიერ- მწყურვალი” და “შიშველ- ტიტველია”!!! მე და ჩემს კოლეგებს,რამდენიმე თვეა არც ჩაცმა გვღირსებია,არც ადამიანურად ჭამა,არც ძილი და მოსვენება! თვეობით ვერ ვხედავთ შვილებს და შვილიშვილებს,ზოგი ვმკურნალობთ,ზოგი იზოლაციაში ვართ და ყველა ჩვენგანი ვიხდით ვალს ქვეყნის წინაშე!
თქვენ,მოლებთან რიგებში და საცობებში მომლოდინენო, ვერ ხედავთ რომ ხალხი იხოცება? ოჯახები რომ დაუტირებელ მიცვალებულებს მარხავენ? და ვინც გამოჯანმრთელდა,შიშის თვალებით უყურებს ხვალინდელ დღეს?
სად აპირებთ მაგ ტანსაცმლის გამომზეურებას?
მაპატიეთ ასეთი გაცხარება,მაგრამ რაც დავწერე,სიმართლეა!!!
ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ჯანმრთელად და ბედნიერად! გამოუცხვეთ თქვენს შვილებს გემრიელი ნამცხვარი,თქვენი ხელით და ეს იყოს წელს საახალწლო საჩუქარი-არ შეიძლება ამაზე ” გადავიაროთ”?
ჩემო ძვირფასო კოლეგებო,მართლა გმირებო,ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა-თ ქ ვ ე ნ !!!“ – წერს მარი სვანიშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close