მსოფლიო

მე ახლა ოფიციალური პირი აღარ ვარ და შემიძლია ყველაფერი ვთქვა – არესტოვიჩი

თუ ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ გარანტირებულად მოვიგებთ ომს, ეს ასე არ არის. 14 რიცხვიდან სიტუაცია არ გამოიყურება ასე.

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას შეძლებს. ამის შესახებ ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ იური რომანენკოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ახლა ოფიციალური პირი აღარ ვარ და შემიძლია ყველაფერი ვთქვა, რაც მსურს. თუ ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ გარანტირებულად მოვიგებთ ომს, ეს ასე არ არის. 14 რიცხვიდან სიტუაცია არ გამოიყურება ასე“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მან ასევე გაიხსენა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას შეფასება, რომელიც გადამწყვეტი მომენტის დადგომას შეეხებოდა.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, დუდას შეფასება იმაზე, რომ უცნობია, გაუძლებს თუ არა უახლოეს თვეებს უკრაინა – უბრალოდ ისე ითქვა თუ ეს მან რამე ინფორმაციის საფუძველზე თქვა?“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button