ეს საინტერესოა

მეცნიერები გადაშენებული ტასმანიური ვეფხვის აღორძინებას აპირებენ

მეცნიერებმა მუზეუმში შენახული ახალგაზრდა ტილაცინის გენომის სეკვენირება მოახდინეს. მას ცხოველის ყველაზე ახლო ნათესავის გენომს შეადარებენ - ჩანთისებრთა სახეობის მღრღნელს, რომელსაც მსუქანკუდა დუნარტი ჰქვია. შემდეგ დუნარტის ღეროვანი უჯრედების გენომს გენური ინჟინერიის გამოყენებით დააკორექტირებენ ისე, რომ ის ტასმანიური ვეფხვის ანალოგიური გახდეს. უჯრედის დაპროგრამების შემდეგ კი დუნარტები ტასმანიური ვეფხვების სუროგატები გახდებიან.

მეცნიერები თითქმის 100 წლის წინ გადაშენებული ტილაცინის, იგივე ტასმანიური ვეფხვის პოპულაციას აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

პროექტს მელბურნის უნივერსიტეტი კომპანი Colossal-თან ერთად ახორციელებს და ბიუჯეტი 15 მილიონ დოლარია. პირველ ეტაპზე მეცნიერებმა მუზეუმში შენახული ახალგაზრდა ტილაცინის გენომის სეკვენირება მოახდინეს. მას ცხოველის ყველაზე ახლო ნათესავის გენომს შეადარებენ – ჩანთისებრთა სახეობის მღრღნელს, რომელსაც მსუქანკუდა დუნარტი ჰქვია. შემდეგ დუნარტის ღეროვანი უჯრედების გენომს გენური ინჟინერიის გამოყენებით დააკორექტირებენ ისე, რომ ის ტასმანიური ვეფხვის ანალოგიური გახდეს. უჯრედის დაპროგრამების შემდეგ კი დუნარტები ტასმანიური ვეფხვების სუროგატები გახდებიან. პროექტის საბოლოო მიზანი ტასმანიური ვეფხვის ავსტრალიის ველურ ბუნებაში დაბრუნებაა.

ტასმანიური ვეფხვები მტაცებელი ცხოველები იყვნენ და მათი უკანასკნელი წარმომადგენლები ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე ბინადრობდნენ. 1800-იან წლებში ევროპელმა კოლონიზატორებმა ეს ცხოველი საქონლის დახოცვაში დაადანაშაულეს, მათზე ნადირობა დაიწყეს და გადაშენებამდე მიიყვანეს.

უკანასკნელი ტასმანიური ვეფხვი სახელად ბენჯამინი ტასმანიის ზოოპარკში, 1936 წელს მოკვდა. ცოტა ხნით ადრე კი ავსტრალიის მთავრობამ ტილაცინებს, მათი გადარჩენის მიზნით, „დაცული ცხოველების“ სტატუსი მიანიჭა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button