მსოფლიო

მექაში რამადანის დაწყების შემდეგ მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები დაიშვებიან

მექაში რამადანის დაწყების შემდეგ მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები დაიშვებიან – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხელისუფლების განმარტებით, ვაქცინირებულად ჩაითვლებიან ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით იქნებიან აცრილი. ადგილზე დაიშვებიან ის პირებიც, რომლებიც კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ.

საუდის არაბეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 393 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 700 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეფოში, რომლის მოსახლეობა 34 მილიონს აჭარბებს, დღემდე კორონავირუსის 5 მილიონზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close