პოლიტიკა

მას შემდეგ არცერთი ჯგუფი ან პოლიტიკური გაერთიანება არ დამიფინანსებია და ამითიც ვამაყობ – გია გეწაძე

უკრაინაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი, გია გეწაძე წერს:

,,დღეს ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, შენ ხო არ აფინანსებო (ერთ ერთ ჯგუფზე)
მეგობრებო, 2012 წლის არჩევნებამდე მე დავაფინანსე მოძრაობა “საქართველო არ იყიდება” და დღესაც ვამაყობ ამ ფაქტით (თუმცა მაშინ იმ ტიპმა გაიმარჯვა, ახლა რო ოპოზიციონერია და მაშინ ყვიროდა მარჯვენა ხელი გაგიხმებათო 😀😀😀). მას შემდეგ არცერთი ჯგუფი ან პოლიტიკური გაერთიანება არ დამიფინანსებია და ამითიც ვამაყობ😀
რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში მაცხოვრებლებმა აფინანსეთ ის მომავალი, რაც გინდათ. რაც შეეხება უკრაინას, სურვილის შემთხვევაში მოგაწოდებთ უკრაინის გენშტაბის და საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშებს და დახმარებისთვის მადლობის წერილებსაც გამოგიგზავნით.
#ВсеБудеУкраїна

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button