მსოფლიო

მასშტაბური ხანძრის გამო იერუსალიმში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ხანძარი იერუსალიმის შემოგარენში – ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დამწვარია 300 ჰექტრამდე ტერიტორია.

ხანძარი იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებულ დასახლებებთანაც. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 29 ეკიპაჟი და 10 ვერტმფრენი.

დროებით მოძრაობა შეიზღუდა მაგისტრალებზე, მათ შორის იერუსალიმისა და თელ-ავივის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე. რამდენიმე საათით გადაიდო სარკინიგზო რეისებიც.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ისრაელის მხარე ვარაუდობს, რომ ცეცხლი ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით გააჩინეს.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close