Slider

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და დამკვიდრდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას ზეიმობენ. სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა. იესო ქრისტეს მოსახლეობა დიდი სიხარულით და ზეიმით შეეგება, სიხარულის და პატივისცემის გამოსახატავად კი მას ფეხქვეშ ზოგი პალმის ტოტებს უგებდა, ზოგი თავის ტანსაცმელს.

ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებებ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ. მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close