მსოფლიო

მამაკაცი, რომელმაც ემანუელ მაკრონს სახეში გაარტყა, დაკავებულია

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დრომის დეპარტამენტში ვიზიტისას მამაკაცმა სახეში სილა გააწნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ინციდენტთან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული.

ემანუელ მაკრონი ხელის ჩამოსართმევად მივიდა ადამიანებთან, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის მისასალმებლად შეიკრიბნენ. ის ერთ-ერთ მამაკაცს მიესალმა, რომელმაც მაკრონს გაარტყა. ამის შემდეგ დაცვის წევრები ჩაერთნენ. მაკრონი გაიყვანეს, მამაკაცი კი დააკავეს.

”ნუ დაუშვებთ, რომ აგრესიულმა ადამიანებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ. ისინი ამას არ იმსახურებენ. ამან არ უნდა დაჩრდილოს სხვა მნიშვნელოვანი თემები”, – განაცხადა მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, რადიკალურად მემარჯვენე როიალისტურ ლოზუნგებს ყვიროდა.

აიპრესი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close