მსოფლიო

„მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულ პატრონებთან კონტაქტის გამო ძაღლის „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ძაღლებს ვირუსის შემდგომი გავრცელება შეუძლიათ. ამასთან, სპეციალისტები ინფიცირებულებს ცხოველებისგან იზოლაციის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებენ.

ინფიცირებული ძაღლი გრეიჰაუნდის ჯიშისაა. ის პარიზში, ორ გეი კაცთან ერთად ცხოვრობს. გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ცხოველის ორგანიზმში არსებული ვირუსი, იმ ვირუსის იდენტურია, რომლითაც მისი პატრონები იყვნენ დაავადებულები. კაცების თქმით, ძაღლს მათ საწოლში სძინავს. ცხოველს სიმპტომები პატრონების ინფიცირებიდან მეთორმეტე დღეს გამოუვლინდა.

ამ ეტაპზე მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების დაახლოებით 35 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებას გარდაცვალების 12 შემთხვევას უკავშირებენ. ივლისში ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close