საზოგადოება

„კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, პირ­ვე­ლად მა­ს და­ვუ­რე­კე“ – გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე

“სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის მამა, გუტა ვა­შა­ძე გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. გუტა ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც დღეს 74 წლის გახ­დე­ბო­და, მე­დი­კო­სი იყო.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე მა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს ავ­რცე­ლებს:

“დღეს მამა 74 წლის გახ­დე­ბო­და. უდი­დე­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და­მი­ტო­ვა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი რომ ასე ად­რე­უ­ლად დავ­კარ­გავ­დი.სა­ოც­რად კე­თი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. სწო­რედ მის­გან ვის­წავ­ლე სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი.

ვის­წავ­ლე, რომ ბო­რი­ტე­ბას ყო­ველ­თვის სი­კე­თით უნდა უპა­სუ­ხო. ვის­წავ­ლე, რომ პა­ტი­ვი უნდა სცე შენს ოჯახს, შენს ტრა­დი­ცი­ებს, წი­ნაპ­რებს და არა­სო­დეს ჩა­ი­დო გულ­ში ბო­რო­ტე­ბა, რად­გან ეს პირ­ველ რიგ­ში შენ თვი­თონ და­გან­გრეგვს.

მახ­სოვს პა­ტა­რა­ო­ბი­დან რო­გორ მიყ­ვე­ბო­და კე­თი­ლი ადა­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე შეხ­ვედ­რია. ხში­რად მათ საფ­ლავ­ზე წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ და მო­უ­ყო­ლია მათი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე პირ­ვე­ლი მა­მას და­ვუ­რე­კე, ვთხო­ვე ფრთხი­ლად ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან მისი ასა­კის გამო რისკ ჯგუფ­ში იყო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც კი მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით ჩარ­თუ­ლი­ყო კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბა­ში ერთი წუ­თით არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, არც ჩვენ­თვის უკი­თხავს ისე შე­უდ­გა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას.

მწა­რედ მახ­სოვს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, როცა ჩემ­მა ძმამ მი­თხრა რომ მა­მას და დე­დას, ორი­ვე ექი­მე­ბი არი­ან, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. ამის შემ­დეგ ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი დღე სულ უფრო რთუ­ლი იყო. ბოლო წუ­თამ­დე გვე­უბ­ნე­ბო­და რომ არ გვე­ნერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ ჩვენ ის დავ­კარ­გეთ.

და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს მამა თორ­ნი­კემ, რო­მელ­თა­ნაც ბოლო წლე­ბი ხში­რი ურტი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, წარ­მოთ­ქვა სი­ტყვე­ბი მა­მა­ჩემ­ზე და ამ სი­ტყვე­ბით და­ვამ­თავ­რებ: გუტა ვა­შა­ძე თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით ქრის­ტი­ა­ნო­ბას ქა­და­გებ­და.მად­ლო­ბა მამა” – წერს ვა­შა­ძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close