საზოგადოება

კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქევყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან.

“როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა, ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ასევე გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლოდ მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც. ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close