ეკონომიკა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 690 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 690.98 მლნ ლარით, ანუ 1.69%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 41.70 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 368.03 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 322.95 მლნ ლარით, ანუ 1.52%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.55 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.28%-ით მეტია. ხოლო 2021 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.82%-ით, ანუ 372.36 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.79 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.42 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close