საზოგადოება

კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა – ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, ბოლო ვიზიტზე ვიყავი 11 იანვარს, კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ წულაძემ აღნიშნა, გამოხატულია მხედველობის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო.

„მიხეილ სააკაშვილთან რჩება პოსტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, რომელიც 12 დეკემბერს შედგა. დასკვნა არის, რომ გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეპალოფატიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც და დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, იგეგმება მართალია, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა, მონიტორირება ნევროლოგის მიერ და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება, შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით“, – განაცხადა ნევროლოგმა.

კითხვაზე, თუ განიხილება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა, თენგიზ წულაძემ აღნიშნა: „ჩვენთვის ეგ საკითხი არ არის დასმული, მკურნალობა, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, შეიძლება, ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს, ეგ საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close