საზოგადოება

„კახის კორონა აქვს, მეც მაქვს და მთელ ჩვენს ოჯახს დაგვემართა“ -კახი კავსაძის ძმა

მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ძმამ იმერი კავსაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კახი კავსაძის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

ინფიცირებულია თავად იმერი კავსაძე და მისი მეუღლეც.

„იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება. კახის კორონა აქვს, მეც მაქვს და მთელ ჩვენს ოჯახს დაგვემართა, ეს ისეთი რაღაცაა, ვერ გაიგებ, სად დაგემართება და როგორ. ჩვენ უკვე ერთი კვირაა ასე ვართ და 6-7 დეკემბერს სრულდება ჩვენი იზოლაცია და ყველაფერი იქნება რიგზე. მკურნალობას გავდივართ სახლში, კახი დღეიდან გადავიყვანეთ კლინიკში, ჩემზე ცოტა უფროსიც არის და ამიტომ ვამჯობინეთ, რომ გადაყვანილი ყოფილიყო საავადმყოფოში. კახის იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული, იმდენად ნაომარია, რომ ბოლოს და ბოლოს ვარჩიეთ, რომ იყოს ჩვენი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ყველამ გავიკეთეთ ტესტი, როგორც წესია“, – განაცხადა იმერი კავსაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close