საზოგადოება

კახეთში სტიქიისგან დაზარალებულებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ

კახეთში მოსული სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, სეტყვის შედეგად, 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი არის დაზიანებული, რომლის აღდგენითი სამუშაოები დაიყოვნებლივ დაიწყება.

„ცენტრალური ხელისუფლება საქმის კურსშია. მივიღე დაპირება, რომ სახლების სახურავების აღდგენითი პროცესი უახლოეს დღეებში მოხდება. მოსახლეობას ამ მხრივ სანერვიულო არ აქვს, მათ მთავარობა დახმარებას მყისიერად აღმოუჩენს“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

წუხელ მოსული სეტყვის შედეგად რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სახლების სახურავები დააზიანა. მუნიციპალიტეტებში შექმნილი სტიქიის დამთვლელმა კომისიებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს და ზარალის რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button