პოლიტიკა

კახა კალაძემ იცის შრომის ფასი, მისი კანდიდატურა უალტერნატივოა! – ირაკლი ზარქუა

კახი კალაძემ იცის შრომის ფასი, მან ზუსტად იცის როგორ მიიღება შედეგი, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერიის სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა.

„გვახსოვს, ის მერი რომ იყო, 50 მილიონი რომ მოჰპარა დედაქალაქს და დაუმტკიცდა. ის რომ წინასაარჩევნოდ პურის მცხობელი იყო ან მეხანძრე… მაგრამ მე მახსოვს კახი კალაძე ღამის 2-3 საათზე გადიოდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს თავზე ედგა. ეს მნიშვნელოვანი თვისებაა, იმიტომ, რომ მან იცის შრომის ფასი. მან ზუსტად იცის როგორ მიიღება შედეგი და ამიტომაც დედაქალაქი მას კვლავ აირჩევს, რადგან კახი არის უალტერნატივო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვამბობდი, რომ კახი არის უალტერნატივო და ზუსტად არის მორგებული დედაქალაქს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობაც სწორედ ამ აქცენტებზე გააკეთებს ყურადღებას და ისევ ავირჩევთ 4 წლით“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close