სამართალი
კასპში 72 წლის მოხუცი მგელმა შეჭამა

შემზარავი შემთხვევა კასპში – როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 72 წლის ავთანდილ ბეინაშვილი მგელმა შეჭამა.
მოხუცს გარეული ცხოველი თავს საკუთარ სახლთან გუშინ დაესხა. მისი კიდურები ოჯახმა დღეს იპოვა.
ადგილობრივებმა ნანახის შესახებ პოლიციას აცნობეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.