პოლიტიკა

კალაძე შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია – იაგო ხვიჩია

კახა კალაძეს ის შანსები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა. საწყის ეტაპზე, შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია და ფავორიტად დარჩება, თუ ოპოზიციამ რაიმე არ მოიფიქრა და ის ტაქტიკა არ შეცვალა, რაც ახლა მიმართულია იქით, რომ შევარჩიოთ უკეთესი ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ შევარჩიოთ უკეთესი იდეა მოწინააღმდეგის მიმართ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიცია ამ ტაქტიკით იმუშავებს, კალაძე ფავორიტად დარჩება.

„ვიდრე ეს ტაქტიკა მუშაობს და ოპოზიცია სხვა რამეზე არ ფიქრობს, კალაძე ფავორიტად დარჩება. „ქართული ოცნებისთვის“ 43 პროცენტის აღება მარტივი არ იქნება, მიუხედავად იმისა, კალაძე იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი. მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close