Slider

„იცნობდეთ ეს არის ,,ქალი”, რომელმაც ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლა !“ – ლევან ჭელიძე

ადვოკატი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში ქუთაისში მოკლული ქალის სავარაუდო მკვლელის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„იცნობდეთ
ეს არის ,,ქალი” , რომელმაც გუშინ (სავარაუდოდ) ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლა !
რაც მთავარია მორწმუნეა და ჯვართან აქვს ფოტოები გადაღებული !!!
ნა****ო, ბო***ო, ღორო,
არ ვიხდი ბოდიშს ცენზურისათვის !“ – წერს ლევან ჭელიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ელისო ჩეჩელაშვილი გარდაცვლილი 19 ივლისს იპოვეს. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისთვის 45 წლის ქალი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე  ბრალდებული ქალი მასაჟისტია, ეროვნებით რუსი და იქვე ფარდულში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის ადგილის დათვალიერების შემდეგ, პირველი ვისი სახლიც გაიჩხრიკა, ბრალდებულის საცხოვრებელი იყო, რომელთანაც თურმე მოკლული გოგო მეგობრობდა. სავარაუდოდ ძალოვნებმა კინოლოგების დახმარებით მიაგნეს დამნაშავის საცხოვრებელს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამაზე ჯერ სამართალდამცავები არ საუბრობენ, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელისო ბრალდებულთან მეგობრობდა.
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე აქვეყნებს მკვლელობაში ბრალდებული ქალის ფოტოს წარწერით: “ეს ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით, დანას ურტყამდა, ახრჩობდა, ჭრიდა, აკივლებდა ახალგაზრდა დედას. ხმა ესმოდა ყველას, დიახ ყველას თუმცა არავინ მიეშველა… მოკლეს, დიახ მოკლეს. მასაჟისტმა ქალმა მოკლა ახალგაზრდა გოგო. რა უნდა უქნათ ყველას, ვინც ამ მკვლელობას ეზოდან უყურებდა? ხვალ დილამდე პასუხისგებაში უნდა იყოს ყველა მიცემული. დიახ ყველა უკლებლივ…დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერს იგი.

 

ლევან ჭელიძე-ს ფოტო.

ლევან ჭელიძე-ს ფოტო.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close