Sliderსაზოგადოება

“ის არის რისკიანი მერი, გემოვნებიანი და ამავე დროს დიდი შრომისუნარიანი ადამიანი” – ლეკიშვილი კალაძის შესახებ

“ჩემი აზრით, ეს ოთხი წელი საბჭოთა კავშირის შემდგომი პერიოდის საუკეთესო ეტაპია.
კახა კალაძე არის ძალიან ეფექტური მერი. ის არის რისკიანი მერი, გემოვნებიანი და ამავე დროს დიდი შრომისუნარიანი ადამიანი. ამ თვისებებიდან ერთიც რომ არ ჰქონდეს ქალაქის მერს, ის ვერ იქნება წარმატებული. სულ გაფაციცებული ვიყავი, მაინტერესებდა, რა ხდებოდა, თბილისში და ამ ოთხი წლის განმავლობაში ისეთი რამეები გაკეთდა, რომლის გაკეთებაც ძნელი იყო.
მგონია, ახლა თბილისი მზად არის იმისთვის, რომ დააფასოს ის, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა.
საარჩევნო კამპანია, ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ჯერ გაკეთდა პრეზენტაცია სხვადასხვა მიმართულებით იმაზე, თუ რა სამუშაოები ჩატარდა და შემდეგ იყო ის, რა უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან საინტერესო იყო.” – თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close