მსოფლიო

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ და სანქციები არ გააუქმონ ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა, რომელიც ლონდონში თავის ბრიტანელ კოლეგა ლიზ ტრასს შეხვდა, აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომ ესწრება, რომ ფულზე წვდომის მიღება სურს.

„ეს არის ის, რაც მათ წარსულში გააკეთეს. და ამჯერადაც ამას გააკეთებენ. დაზვერვა ამაზე ეჭვს არ ტოვებს. ბირთვული ირანი მთელ ახლო აღმოსავლეთს ბირთვული შეიარაღების რბოლაში ჩააგდებს. ჩვენ ახალ ცივ ომში აღმოვჩნდებით. თუმცა, ამჯერად ბომბი რელიგიური ფანატიკოსების ხელში იქნება, რომლებიც ტერორიზმით არიან დაკავებულნი“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

23 ნოემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close