მსოფლიო

ისრაელის ანტივაქსერთა ლიდერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ისრაელელ ანტივაქსერთა ლიდერის კორონავირუსით გარდაცვალების შესაებ ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს.

ორშაბათს დილით, ხოლონის სამედიცინო ცენტრ Wolfson-ში, ცნობილი ისრაელელი ანტივაქსერი ჰაი შაულიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ჰაი შაულიანი თავის გამომწერებს სოციალურ ქსელებში მოუწოდებდა არ აცრილიყვნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
 
„ეპიდემია არ არსებობს. ვაქცინა საჭირო არაა და საშიშია”, – აცხადებდა ჰაი შაულიანი.
 
„მე მიერთებული ვარ ჟანგბადის აპარატზე, რომლის გარეშეც ვიხრჩობი. თუ მას მოვიხსნი და სამ მეტრს გავივლი – გრძნობას დავკარგავ. ძალიან ვახველებ და ვგრძნობ რომ სული მეხუთება”, – ეუბნებოდა შაულიანი თავის გამომწერებს ვიდეოში, რომელიც მან სოციალურ ქსელში ჰოსპიტალში მოთავსების შემდეგ ატვირთა.
 
მოგვიანებით ატვირთულ ვიდეოში მან საპოლიციო უბანში უხეშ მოპყრობაზე დაიჩივლა. მისი თქმით, მას კისერზე დააბიჯეს ფეხი. იერუსალემის პოლიცია ჩემ მოწამვლას ცდილობდა. მთელი კვირა ვიბრძოლე,თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ დღეს უკვე ვეღარ ვახერხებდი სუნთქვას და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციას მივაკითხე, იქედან კი სამედიცინო ცენტრ Wolfson-ში გადმომიყვანეს. თუ რამე დამემართება – იცოდეთ, ჩემზე თავდასხმა მოხდა, – ამბობდა ჰაი შაულიანი.
წყარო: აიპრესი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close