მსოფლიო

ისრაელზე თავდასხმები “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადს ” ძვირი დაუჯდებათ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივის შემდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლოდზეც. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგონა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია მოსახლოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან .

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ “ჰამასსა” და “პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას” ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმები “ძვირად დაუჯდებათ”.

მისი თქმით, “მათი სისხლი მათსავე ხელებზეა”.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ასობით ობიექტი დაბომბეს და კვლავ განაგრძობენ ტერიტორიაზე იერიშებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა მითითება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close