მსოფლიო

„ისინი თავისუფალ სიტყვას არ უშვებენ“ – ტრამპი მსოფლიოს Twitter-ისა და Facebook-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს

როგორ უნდა გვიკარნახონ, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, როდესაც თავად არიან ბოროტება? – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიოს ქვეყნებს Twitter-ისა და Facebook-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპი იხსენებს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს მარკ ცუკერბერგი ხოტბას ასხამდა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა.

„ვულოცავ ნიგერიას, რომელმაც Twitter-ი აკრძალა, რადგან მათ ნიგერიის პრეზიდენტი დაბლოკეს. უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი, რადგან ისინი თავისუფალ სიტყვას არ უშვებენ. ამასობაში, კონკურენტები გამოჩნდებიან და თავის ადგილს დაიმკვიდრებენ. როგორ უნდა გვიკარნახონ, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, როდესაც თავად არიან ბოროტება? ალბათ, ეს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა, თეთრ სახლში მოდიოდა და მეუბნებოდა, თუ როგორი დიადი ვიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

4 ივნისს კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება შეცვალა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close