საზოგადოება
იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციის უფროსად გადაიყვანეს

იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ამირან ვერულაშვილს, ვასილ პეტრიაშვილი შეცვლის. პეტრიაშვილი ამ დრომდე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა.
არსებული ინფორმაციით, ამირან ვერულაშვილი რეგიონებს შორის განხორციელებული როტაციის შედეგად, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.
იპნ