საზოგადოება

იმედია, არ შეწყვეტთ მსგავს აქციებს – ნიკა გვარამია ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ნაციონალურ მოძრაობას და მის მხარდამჭერებს მიმართავს:

„რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ძალიან მრავალრიცხოვან და შთამბეჭდავ აქციას ბათუმში:

არჩევნები არ არსებობს საარჩევნო კამპანიის გარეშე;

საარჩევნო კამპანია არ არსებობს დიდი შეკრებების და მიტინგების გარეშე (განსაკუთრებით, ბოლო ფაზაში როცა შედის);

არჩევნები, სადაც ამომრჩეველი ბოლოსკენ “დუხზე არ მოგყავს”, მით უფრო, როცა გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი ხარ და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება უნდა დაამარცხო (რომელიც ტრანსპორტით მოათრევს თავის 200 ლარად ნაყიდ ან საჯარო მოსამსახურე ამომრჩეველს), განწირულია წასაგებად;

თუ სრულფასოვანი კამპანია არ უნდა ჩატარდეს (და ამომრჩეველთან გრანდიოზული შეხვედრა სრულიად აუცილებელი კომპონენტია, თუ გამარჯვება გინდა. ნუ ახლა 3%-ისთვის თუ იბრძვით და ბიძინა დარჩება თუ წავა, სულ ერთია, მაშინ ბიბლიოთეკს-ბიბლიოთეკა და სკვერ-სკვერ შეგიძიათ შემოიაროთ ქვეყანა), მაშინ არჩევნები რეალურ შედეგებს და ამომრჩევლის რეალურ განწყობებს ვერ ასახავს და უნდა გადაიდოს;

ჩამოვყალიბდეთ: თუ არჩვენები უნდა ჩატარდეს (და ბიძინა დამარცხდეს), მაშინ მიტინგებიც უნდა ჩატარდეს. თუ კამპანია არ უნდა ჩატარდეს ან კოჭლი კამპანიით შემოვიფარგლოთ (ანუ ბიძინა დარჩეს), მაშინ არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და გადაიდოს;

თუ ეს ელემენტარული ჭეშმარიტყებები არ გესმით, დადუმდით მაინც, რადგან თქვენივე ტექსტები ბიძინას სასარგებლო იდიოტებად გაქცევთ;

თუ ქოცების მოგება გინდათ – თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement

იმედია, არ შეწყვეტთ მსგავს აქციებს და წინასაარჩევნო პოლიტიკის და გამარჯვების მომტან მთავარ ატრიბუტზე უარს არ იტყვით;

იმედია, გესმით, რომ ოცნება თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს. ვინც კრებს, იმათ (ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ), კორონათი ამუნათებს და ამისთვის თავის ტროლებს და სასარგებლო იდიოტებს იყენებს;

მაგრამ კიდევ უფრო დიდი იმედია, პირბადეებს დაურიგებთ იმ ათასებს, ვინც მოდის თქვენს მხარდასაჭერად და ბიძინას გულის გასახეთქად.

და მთავარი შეკითხვა:

ბიძინა თუ არჩევნებს გააყალბებს (მოგების სხვა გზა არა აქვს და აუცილებლად ეცდება), დაიცა, და გარეთ არ გამოვდივართ კოვიდის შიშით, ან ველოდებით, პირბადეებს როდის დაგვირიგებენ?! ბოდიში და შიგ ხომ არა გაქვთ? ამ თქვენი ქვეშაჯვიობით ქვეყანას აბარებთ რუსეთს?!

ps გირშელი გამახსენდა, ყველისციხის მბრძანებელი, ჟამიანობისას “მთავართა სანათლიოს რწყილებს რომ გაექცა მრავალნაცადი გმირი”. იმედია, ეროვნული მასშტაბის გირშელიზაცია არ დაგვემართება და ქვეყნის ბედზე ვიფიქრებთ, რომელსაც არა კორონა, არამედ ბიძინა კლავს თვალსა და ხელს შუა.”– წერს ნიკა გვარამია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close