Slider

ილია მეორეს კორონავირუსი არ დაუდგინდა – ანდრია ჯაღმაიძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 9 იანვარს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.

მისივე განცხადებით, პატრიარქს რაიმე სიმპტომი არ ჰქონია და ტესტირება პრევენციისთვის ჩატარდა.

ამ დროისთვის, საპატრიარქოში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილია თვითიზოლაციაში. მას ვირუსი დაუდგინდა.

„იმედინიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close