Sliderპოლიტიკა

ივანიშვილი სხვა განზომილებაში, ასტრალში არის გასული – ძიძიგური

მმართველი გუნდი არ მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს „იოტისოდენა დისკომფორტს მაინც შეუქმნის“.  ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

„თვითონ კანონში რა უნდა ჩაიწეროს, მართლა ძალიან აბსურდამდე შეიძლება მივიდეთ. ნებისმიერს, ვინც ახლა უმრავლესობაში არის, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი თვალით ნანახი არ ჰყავთ და იმათთვის ივანიშვილი სხვა განზომილებაში, ასტრალში არის გასული და იმის წინააღმდეგ გამორიცხული ამბავია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close