სამართალი

თქვენ ხართ ოლიგარქების მსახურები, ეს არ არის სასამართლო – ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

“თქვენ ხართ ოლიგარქების მსახურები” – ასე მიმართა ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე გოჩა დიდავას, რომელმაც განიხილა ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ უჩა მამაცაშვილის სარჩელი.   რეპლიკის შემდეგ ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

ხაბეიშვილი: თქვენ გგონიათ რომ ამ ოლიგარქებისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას გამოიტანთ? და ამ ბიჭებს ასამართლებთ იმიტომ რომ…

მოსამართლე: ხელს რატომ მიშლით?

_ ხელს გიშლით? რაღაცის თქმა მინდა, თუ არ შეიძლება, მითხარით.

მოსამართლე: არ შეიძლება

_ თქვენ ხართ ოლიგარქების მსახურები, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ოლიგარქების, აი ამ ადამიანების ოფისი”.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close