მსოფლიო

თურქეთი 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება

თურქეთის მთავრობამ სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება გადაწყვიტა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო. მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა და აცნობა, რომ ქვეყანა მთლიანად დაიკეტება 29 აპრილიდან 17 მაისამდე.

ამ პერიოდში დახურული იქნება სკოლები, სავაჭრო ობიექტები არ იმუშავებენ კვირას, დანარჩენ დღეებში კი მხოლოდ გარკვეულ საათებში. ქალაქებს შორის მგზავრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს რაც შეიძლება სწრაფად ვერ ჩამოიყვანენ 5 ათასზე ქვემოთ, ქვეყნის ყველა სფეროს – ტურიზმიდან განათლებამდე – სერიოზული პრობლემები ელოდება.

აპრილის დასაწყისიდან, თურქეთში ყოველდღიურად, 40 ათასიდან 60 ათასამდე მერყეობს კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ბოლო ორი დღეა 40 ათასს ჩამოსცდა.

ეპიდემიის განმავლობაში თურქეთში დაინფიცირდა 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 38 700-ს აჭარბებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close