საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულება Facebook-ზე ავრცელებს.

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა.- აღნიშნულია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close