სამართალი

თბილისში მოკლული ქალი ბათუმის ყოფილ ვიცე მერს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა.

ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიებთან და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი არაღიდან ესროლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებული არ არის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close