საზოგადოება

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გუშინ საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თითქმის შეუძლებელი იყო მოძრაობა. მიზეზი დღეს დილით გავიგე. ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ახალგაზრდა შეიწირა – თორნიკე, გენრი და თეკლა…

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ სულებს.

ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა  და ახლობლებს.

არ ვიცი, როგორ უნდა შემცირდეს სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების. ზომები სასწრაფოდ მისაღებია! მძიმე დემოგრაფიული პირობების ფონზე  ვკარგავთ ახალგაზრდებს.

ალბათ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – წერს ავარიის ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close