პოლიტიკა

„თბილისობის“ კონცერტის გაუქმების მიუხედავად საპატიო თბილისელების დაჯილდოება მაინც გაიმართება

„თბილისობის“ მუსიკალური ნაწილის გაუქმების მიუხედავად საპატიო თბილისელების დაჯილდოება მაინც გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ კოვიდ-პანდემიის გამო „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსის და სოლო შემსრულებლის, 2 ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-მდე წევრის მონაწილეობით.

ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ჩვენ უარი ვთქვით „თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა გადაერიცხება ბათუმში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი გაუქმებულია, არ დავარღვევთ თბილისურ ტრადიციას და წელსაც დავაჯილდოებთ საპატიო თბილისელებს.

დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმასთან დაკავშირებით, როდის და სად გაიმართება ეს დაჯილდოება“, – აცხადებს კახა კალაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close