Sliderსაზოგადოება

თბილისის მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას 2 წელში ახალ, გარემონტებულ ბინებს ჩააბარებს

მუშაობა დაიწყება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობებიდან, რომელთა მობინადრეების თანხმობის შემთხვევაში, გაიყვანენ იჯარით, მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ხოლო 2 წელში ახალი, გარემონტებული ბინები ჩაბარდებათ, – თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.

„მთელი 2 თვე იმაზე ვსაუბრობდი, რომ 10 ათასამდე შენობა-ნაგებობა გვაქვს ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს და ის, რომ მილიონობით ლარს ვხარჯავთ გამაგრებით სამუშაოებში, არის წყალში გადაყრილი ფული, რადგან 5-6 წლის მერე ის ისევ ავარიულია და გამაგრება სჭირდება.

ცხადია, 10 ათასი შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია და ყოველწლიურად გვექნება გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული შენობების ჩანაცვლება ახალი, საცხოვრებელი, გარემონტებული ბინებით, რომელიც გადაეცემა ამ ოჯახებს. თუ არის, მაგალითად, 5 სართულიანი შენობა-ნაგებობა, უნდა იყოს ყველა მოსახლის თანხმობა თავისი ამხანაგობის თავმჯდომარესთან, შემდეგ მოდის მუნიციპალიტეტი, გაგვყავს იჯარით იქ მცხოვრებლები, ის ადამიანები არაფერს იხდიან, ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე და ამ ადამიანებს 2 წელში ჩაბარდებათ ევრომასალებით, ენერგოეფექტური მასალით ნაშენები საცხოვრებელი ბინები, უკვე გარემონტებული, ერთადერთი, უნდა შევიდნენ და იცხოვრონ.

5 სართულიანის მაგივრად, შეიძლება, 8-9 სართულიანი პროექტები განვახორციელოთ და ეს საბჭოთა ძველი არქიტექტურა ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close