საზოგადოება
თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
CDC წერს, რომ საქართველოში მოგზაურობა სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც რისკია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში მოგზაური პირებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
- თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან.
- თუ საქართველოში აუცილებლად უნდა წახვიდეთ, დარწმუნდით, რომ მოგზაურობამდე სრულად ვაქცინირებული ხართ.
- საქართველოში მოგზაური სრულად ვაქცინირებული პირებიც რისკის ქვეშ არიან, რომ COVID 19-ის ვარიანტებით დაინფიცირდებიან.
- საქართველოში მოგზაურებმა უნდა დაიცვან ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა, მათ შორის ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის შესახებ.
შეერთებული შტატები საქართველოში მოგზაურობის შემდეგ საკუთარ მოქალაქეებს დაბრუნებიდან 3-5 დღს შემდეგ კორონავირუსზე ტესტირების რეკომენდაციას აძლევს.