Sliderსაზოგადოება

თავის მომკვდარუნება რომ გინდა და მომაკვდავის არაფერი გეტყობა, წამებულის მანტია რომ გინდა მოირგო და მხოლოდ დაცინვას იმსახურებ, თავმოყვარეობა სადა გაქვს, ამხელა ნაპრეზიდენტალ კაცს, მართლა და მართლა?! – ირმა ბერიშვილი

ან ზვიად გამსახურდიას რა ნამუსით ადარებთ, თქვე მათხოვრებო?! გამსახურდიას მაგის ფასი დასლოკინებული ექნება, ეს ერთი და მეორეც, მშიერ-მწყურვალს, დასნეულებულს ტყე-ღრეში რომ დასდევდნენ მოსაკლავად, ტურებივით, მაშინ არ დაუწუწუნია და არ უთქვამს, ამას როგორ მიბედავენ, ან როგორ მკადრებენო, მაშინაც ქვეყანაზე ფიქრობდა, ის სულგანათლებული. ეგ თქვენი ნეხვი კი ლუარსაბ თათქარიძესავით საკუთარ თავზე ფიქრობს მარტო და ნუ გადაგვაყოლეთ მის პოხონდრიებს.

“მესმის, ფიქრობდე, რომ უსამართლოდ დაგაპატიმრეს, ამ ფაქტს სხვადასხვა საშუალებით აპროტესტებდე და ადვოკატების დახმარებით ყველა ინსტანციაში ცდილობდე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ იმ დანაშაულის ნახევარსაც როცა არ გედავებიან, რაც ჩადენილი გაქვს, საკანში სასათბურე პირობებში რომ ჰყავხართ, საკვებს რომ გირჩევენ, აბა, ეს ჭამე შენი ჭირიმე, აბა, ის თუ გესიამოვნება… დღეში 5 ადამიანი (არაადამიანი) მაინც გაკითხავს და საათობით შენთან ერთად ქექავს ნაცარს; ექიმები პირდაპირ საპატიმროში რომ გიმართავენ კონსილიუმს და ათას დაავადებას გიგონებენ, ოღონდ შენი ნამდვილი დიაგნოზი დამალონ, თავის მომკვდარუნება რომ გინდა და მომაკვდავის არაფერი გეტყობა, წამებულის მანტია რომ გინდა მოირგო და მხოლოდ დაცინვას იმსახურებ, თავმოყვარეობა სადა გაქვს, ამხელა ნაპრეზიდენტალ კაცს, მართლა და მართლა?!
რას ვიფიქრებდი, ამას თუ ვიტყოდი ოდესმე, მაგრამ ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი კაცები ყოფილან, შენთან შედარებით.
ცუდად აღზრდილი ბაღის ბავშვივით რომ ჭინჭყლობ, რა ტვინი წაიღეთ შენ და შენმა მიმდევრებმა, შენი ჭირიმე?!
არიქა აწამებენ და კლავენო, კალოშივით რომ მოუღიათ პირი, მთელი ქვეყანა შენი რაციონის შერჩევაში რომაა, ესაა წამება? საკანია და პანსიონატივით მოგიწყვეს, გარდერობი ბრენდებით გაქვს გამოტენილი, სასამართლო პროცესებზე კონცერტებს მართავ, რაზე გეტყობა რომ გაწამებენ?!
არ წაიღე ტვინი, ბიჭო?!
კაცი თავს მსოფლიო ლიდერებს ადარებ და ერთი დღე ვერ დამჯდარხარ ციხეში ღირსეულად, თავმოყვარეობის ნატამალი მაინც შეგეტყოს!
პრეზიდენტს აწამებენ და კლავენო, ვინც გაიძახით, წამების ერთი მაგალითი მაინც დადეთ ან ვინ კლავს, სად ნახეთ, რომ ვინმე მის მოკვლას ცდილობს, ვის რაში სჭირდება მაგის ასეთი ნაძრახი ან სიცოცხლე და ან სიკვდილი?
გეგონება, პირველი ყოფილი მაღალჩინოსანი იყოს, ვინც დანაშაულებისთვის ციხეში მოხვდა.
რამდენი ნაპრეზიდენტალი და ნამინისტრალი ჩააყუდეს ციხეში და დასვეს განსასჯელის სკამზე, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, იქნებ, გაიკითხოთ!
არც ყოფილს, არც მოქმედს, არსად არავის პატიობენ დანაშაულს, სადაც მთავრობა და ხალხი ვარგა!!!
ან ზვიად გამსახურდიას რა ნამუსით ადარებთ, თქვე მათხოვრებო?!
გამსახურდიას მაგის ფასი დასლოკინებული ექნება, ეს ერთი და მეორეც, მშიერ-მწყურვალს, დასნეულებულს ტყე-ღრეში რომ დასდევდნენ მოსაკლავად, ტურებივით, მაშინ არ დაუწუწუნია და არ უთქვამს, ამას როგორ მიბედავენ, ან როგორ მკადრებენო, მაშინაც ქვეყანაზე ფიქრობდა, ის სულგანათლებული.
ეგ თქვენი ნეხვი კი ლუარსაბ თათქარიძესავით საკუთარ თავზე ფიქრობს მარტო და ნუ გადაგვაყოლეთ მის პოხონდრიებს.
მისი პატივისცემა და სიყვარული რომ ნამდვილად გქონდეთ, ცირკის დათვივით სანახაობებს კი არ დაადგმევინებდით, აცდიდით სპეციალისტებს, სწორი დიაგნოზი დაესვათ მისთვის და სწორად ემკურნალათ, რათა დასაცინი არ გამხდარიყო.
თქვენ მოგეცათ მაგის ცოდვა და დედამისს, იმ თხუნელა ქალს, საკუთარ შვილს ბავშვობა რომ წაართვა და კომპლექსების გროვად აქცია. მაგ კომპლექსების და წართმეული ბავშვობის შედეგს ვიმკით, ამდენი წელია!
P. S. შენს ციხეში მართლა წამებულებს და მოკლულებს და მათ ოჯახებს, დღემდე თავხედურად დასცინით და აბუჩად იგდებთ, შენ და შენი ამქარი, ნაძირალა წუპაკებო, თქვენ!” – წერს სოცქსელში ჟურნალისტი ირმა ბერიშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close