საზოგადოება

ზღვარგასულია ეს ყველაფერი! იქნებ “ბერადაც აღკვეცონ” “ნაშიმშილარი” სააკაშვილი – გია აბაშიძე

ეპარქიაში სხვა პატიმრებისთვისაც ხომ არ მოიძებნება შინაპატიმრობის სივრცეები? ბევრი ამას იმსახურებს მისი სოციალური, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე

ზღვარგასულია ეს ყველაფერი! იქნებ “ბერადაც აღკვეცონ” “ნაშიმშილარი” სააკაშვილი.
ეპარქიაში სხვა პატიმრებისთვისაც ხომ არ მოიძებნება შინაპატიმრობის სივრცეები? ბევრი ამას იმსახურებს მისი სოციალური, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.
დაუშვებელია მღვდელმთავრის ამგვარი უკიდურესად ტენდენციური, საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი პოლიტიკური განცხადებები! – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე მეუფე ნიკოლოზის  ინიციატივას.
მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც კი, თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაც სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ, – განაცხადა მეუფემ.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button