მსოფლიო

ზელენსკის პარტია უკრაინის ომბუდსმენის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

კიევის სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც კანონსაწინააღმდეგოდ აღიარა უკრაინის ომბუდსმენის მიერ მოქალაქის განცხადების განუხილველად დატოვება

ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატი მაქსიმ დირდინი უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას მიერ ფიცის შესაძლო დარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი დადგენილება უკრაინის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის მთავარი ამოცანაა: ლიუდმილა დენისოვას მიერ შესაძლო დარღვევების ფაქტების შემოწმება და ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებზე დასკვნის მომზადება.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტის ფრაქციებისა და ჯგუფების ხელმძღვანელებმა უკრაინის მოქალაქე დ.მ. კაჩურასგან ლიუდმილა დენისოვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ექვსი განცხადება მიიღეს.

კერძოდ, კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც კანონსაწინააღმდეგოდ აღიარა უკრაინის ომბუდსმენის მიერ მოქალაქე კაჩურას ელექტრონული მიმართვის განხილვაზე უარის თქმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close